რა უნდა იცოდეს ლეკვის პატრონმა


რა უნდა იცოდეს ლეკვის პატრონმა, რომ დაიცვას ლეკვი ყველაზე გავრცელებული დაავადებებისგან.

                                           პაროვირუსული ენტერიტი
  პაროვირუსული ენტერიტი - ძირითადად ლეკვების დაავადებაა. ხასიათდება ღებინებით და ფაღარათით, კუჭ-ნაწლავის

სისხლმდენი ანთებით, გაუწყლოვანებით, მიოკარდიუმის დაზიანებით. მკურნალობის არ არსებობის შემთხვევაში სწრაფი სიკვდილით მთავრდება.

   დაავადების გამომწვევია ვირუსი, რომელიც განეკუთვნება Parvoviridae-ს ჯგუფს. ეს ვირუსი საკმაოდ გამძლეა ფიზიკური და ქიმიური ზემოქმედების მიმართ. ამ დაავადებით ავადდება ძაღლის ყველა ჯიში, განსაკუთრებით ლეკვები 1-5 თვის ასაკში. დაავადების წყაროდ ითვლება ავადმყოფი ან ვირუსისმატარებელი ძაღლი. ვირუსი გამოიყოფა განავალთან ან ნაღებინებ მასასთან ერთად. ჯანმრთელი ძაღლის დასნეულება ხდება მისი ინფიცირებულ ნივთიერებებთან კონტაქტის შედეგად. დაავადება ადვილად ვრცელდაბა იმ ძაღლებში, რომლებსაც მოვლის ცუდ პირობები აქვთ.
    ვირუსი აზიანებს საჭმლის მომნელებელ სისტემას, შემდეგ ვრცელდება მთელს ორგანიზმში და აზიანებს პარენქიმატოზულ ორგანოებს. 4-5 კვირის ლეკვებში ვითარდება მიოკარდიტი. ინკუბაციური პერიოდი 10 დღემდეა. როგორც წესი დაავადება მიმდინარეობს მწვავედ გასტროენტერიტის ნიშნებით.

დაავადების დამახასიათებელი ნიშნები:

პირველი ძირითადი ნიშანი ღებინებაა, რომელიც გრძელდება გამოჯანმრთელებამდე (ან სიკვდილამდე). თავიდან ძაღლი აღებინებს კუჭში მყოფ საჭმლის მასას, შემდეგ ამოდის მოყვითალო ელფერის ლორწო. ღებინება საკმაოდ ხშირია. 30-40 წუთის შემდეგ იწყება დიარეა, რომელიც შეიძლება პირველივე დღეს არ გამოვლინდეს. განავალი ამ დროს არის სისხლნარევი, რუხი ან ჟანგისფერი. ტემპერეტურა მატულობს, შესაძლოა უმნიშვნელოდაც. თუ ვითარდება მიოკარდიტი აღენიშნება ქოშინი.
   აღსანიშნავია, რომ პაროვირუსული ენტერიტის ერთერთი უმძიმესი შედეგი არის გაუწყლოვანება, რომელიც კომპენსაციის არქონის შემთხვევაში შეიძლება გახდეს სიკვდილის მიზეზი.
გადამწყვეტი მნიშვნელობა ამ მძიმე და ძნელად სამკურნალო დაავადების აცილებაში აქვს მის

პროფილაქტიკას:

1)  ლეკვს  სანამ ჩაუტარდება აცრები, უნდა იყოს იზოლირებული გარემოსგან(ქუჩა, მინდორი, ტყე...).
2)  6-7 კვირის ასაკიდან უნდა ჩაუტარდეს ვაქცინაცია(აცრა) არჩეული ვაქცინის შესაბამისი ინსტრუქციით.
   ასეთ იმუნიზაციას ეწოდება აქტიური იმუნიზაცია (იმუნიზაციის წინ აუცილებელია ჩატარდეს დეჰელმინთიზაცია, ანუ       უნდა დავალევინოთ ჭიის წამალი).
3)  დაავადების შეყრის მაღალი ალბათობის შემთხვევაში ტარდება პასიური ინუნიზაცია, ანუ უკეთდება შრატი.
 აქტიური იმუნიზაცია(ვაქცინის გაკეთება) იწყება 2 კვირაში შრატის გაკეთების დღიდან.

  თუ ლეკვს შეამჩნიეთ ამ დაავადებისთვის დამახასიათებელი ნიშნები, ან თვლით რომ არის ლეკვის დაავადების
საშიშროება, დროულად მიმართეთ ვეტერინარ ექიმს. ამ შემთხვევაში გაზრდით თქვენი ლეკვის გადარჩენის ალბათობას.


რუბრიკას უძღვება ექიმი-ვეტერინარი პაატა ჩხეიძე.

                                                                                         









 



უახლესი განცხადებები
შემოგვიერთდით
Backgammon